გაკვეთილის გეგმები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული სწავლება (ინგლისური-მათემატიკა)

საგანი
ინგლისური
მასწავლებელი
ნათია თათულაშვილი
კლასი
VII
მოსწ. რაოდენობა /სსსმ მოსწ.
21 მოსწავლე/ სსსმ მოსწავლე -1
კაკიაშვილი ლუკა
თემა
Numerals -“The Fractional Numbers”
მიზანი/შედეგი
უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს;
მათ. VII.1.მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვების წაკითხვა, გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით; რიცხვების თვისებების გამოკვლევა პოზიციური სისტემის გამოყენებით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის  ამოცანებს;

·            სსსმ მოსწავლისთვის:  კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
მიზნის/შედეგის მიღწევის კრიტერიუმი
·         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლონ მათემატიკური ტერმინების გამოყენების უნარის განვითარება;
·         შეძლონ ინგლისურ ენაზე მათემატიკური წილადების წაკითხვა; მათ შორის მათემატიკური მოქმედებების შესრულება,რასაც საბოლოოდ გამოიყენებენ ყოფითი ცხოვრებიდან სიტუაციური ამოცანების ამოსახსნელად.
·           სსსმ მოსწავლისთვის: გაკვეათილის ბოლოს შეძლოს  რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელების ამოცნობა და წაკითხვა კონკრეტული მაგალითების მიხედვით.

საწყისი ცოდნა ან უნარი
რიცხვითი სახელი: რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები და მათთან დაკავშირებული მათემატიკური ტერმინოლოგია.
აქტივობა #1
კლასის ორგანიზება
დრო:          2 წუთი
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, ამოწმებს მოსწავლეთა დასწრებას, აცნობს მათ გაკვეთილის ტიპს, თემას, მიზანს და  ახსენებს შეფასების კრიტერიუმებს.
  
აქტივობა 2
განვლილი მასალის გახსენება
რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა და ცარცი.
დრო
5 წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
კითხვა-პასუხის საშუალებით მასწავლებელი მოსწავლეებში გაააქტიურებს ცოდნას: რიცხვითი სახელი(Numerals), როგორც მთავარი მეტყველების ნაწილი ქართულ ენასა და ინგლისურ ენაში; მისი სახეობების - რაოდენობითი(Ordinal) და რიგობითი(cardinal) რიცხვითი სახელების ჩამოთვლა წესების გახსენებით და შესაბამისი მაგალითების მოყვანით. მოსწავლეები გაიხსენებენ რიგობითი რიცხვითი სახელის წარმოების წესებს:   one-first;    two-second;    three-third;    four-fourth…
 სსსმ მოსწავლე იმეორებს მათემატიკურ ტერმინებს და მასწავლებლის დახმარებით  ასახელებს რამდენიმე მარტივ მაგალითს.

   მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
აქტივობა 3
პრაქტიკული  სამუშაოს  განხილვა
რესურსები
სახელმძღვანელო, საწერ-კალამი,  კომპიუტერი, პროექტორი, დაფა და ცარცი
დრო
2წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
         მასწავლებელი კომპიუტერის და პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს აძლევს პრაქტიკულ სამუშაოს: ეკრანზე არეულადაა  გამოტანილი  რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები.მოსწავლეებს ეძლევათ დრო, რათა დამოუკიდებლად დაახარისხონ და დაალაგონ ისინი. ამასობაში მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ცხრილს, სადაც ერთი მოსწავლე სწორად ამორჩეულ რაოდენობით (ordinal) რიცხვით სახელებს ჩაწერს ზედა მხარეს, ხოლო ქვედა მხარეს მეორე მოსწავლე ჩაწერს სწორად ამორჩეულ რიგობით (cardinal) რიცხვით სახელებს.
       პროცესში ჩართულია სსსმ მოსწავლეც: მას ევალება მოძებნოს ჩამონათვალიდან ერთი რაოდენობითი და ერთი რიგობითი რიცხვითი სახელები.
        მოსწავლეები მწვანე  და წითელი ბარათების საშუალებით აფასებენ ორივე მოსწავლის და სსსმ მოსწავლის ნამუშევარების.
        სავარაუდოდ, ამან უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა მოტივირება შემდგომი მუშაობისათვის.


აქტივობა 4
პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით ახალი მასალის მიწოდება.
რესურსები
სახელმძღვანელო, საწერ-კალამი, დაფა და ცარცი.
დრო
5 წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
მსვლელობა
მასწავლებელი დაფაზე წარმოდგენილი ბავშვების მიერ შევსებული ცხრილის ჩარჩო-ხაზებს შლის და რჩება წილადები ოღონდ სიტყვიერი ფორმებით. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს თითოეული რიცხვითი  სიტყვა გადაიყვანონ ციფრებში და თითოეულს შესაბამისად წინ მიუწერონ. მასწავლებელი ხსნის, რომ დაფაზე უკვე თვალსაჩინოდ წარმოჩინდა წილადები და აქვე ისიც, თუ როგორ იკითხებიან ისინი ინგლისურად. მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ წილადის მრიცხველი იკითხება როგორც რაოდენობითი რიცხვითი სახელი და მნიშვნელი კი, როგორც რიგობითი რიცხვით სახელი.აქვე წესი მასწავლებლის მხრიდან: თუ მრიცხველი 2 და 2-ზე მეტია, მნიშვნელს ემატება -s დაბოლოება.
  მაგალითებით ხდება ახსნილი მასალის განმტკიცება.
მასწავლებელი აქტიურად აკვირდება მოსწავლეების მუშაობას  და ინიშნავს მათი აქტიურობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი აძლევს რჩევებს, უწევს ფასილიტაციას. მთელ ამ პროცესში მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა 5
წილადებზე პრაქტიკული სამუშაოს შესრულება ნახატების მიხედვით.
რესურსები
თაბახის ფურცლებზე დახატული მათემატიკური ფიგურები.
დრო
1 წთ
მუშაობის ფორმა
ინდივიდუალური, მთელი კლასი
შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
მსვლელობა
        ვინაიდან, მოსწავლეებმა უკვე იციან ინგლისურად წილადების წაკითხვა, მასწავლებელი ახდენს ნახატების დემონსტრირებას, სადაც წარმოდგენილია მათემატიკური ფიგურები გაფერადებული ნაწილებით და მოსწავლეებს სთხოვს  სათითაოდ დაასახელონ, თუ  მოცემული ფიგურის მერამდენედი ნაწილია გაფერადებული.
       სსსმ მოსწავლე იმეორებს დასახელებულ წილადებს.
         ჩართულია მთელი კლასი. მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას. ამ დროს სხვა მოსწავლეებს შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, დასვან შეკითხვები.

აქტივობა 6
პრაქტიკული სამუშაოები-მათემატიკური  მაგალითების ამოხსნა წილადებზე.
რესურსები
სახელმძღვანელო, საწერ-კალამი, დაფა და ცარცი
დრო
3 წთ
მუშაობის ფორმა
წყვილებში
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
მასწავლებელი ნიმუშის სახით წერს  მათემატიკურ მაგალითს(sum) და მოსწავლეების დახმარებით ხსნის(to figure up) ინგლისური მეტყველებით.
მასწავლებელი დაფაზე წერს მაგალითებს(წილადების შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოგაზე) და მოსწავლეებს სთხოვს 1 წუთის განმავლობაში ამოხსნან და შემდეგ შეძლონ ინგლისური ტერმინოლოგიის გამოყენებით დაფაზე შეასრულონ ოთხივე მათგანი.
მეტად აქტიურ,წარჩინებულ მოსწავლეს ეძლევა მაგალითი გაერთმნიშვნელიანებით ამოხსნაზე, საერთო ჯერადის მოძებნაზე( to find least common multiple).
მოსწავლეები ცერა თითების ჩვენებით ახდენენ ნამუშევრების შეფასებებს. მასწავლებელი ახდენს განმავითარებელ შეფასებებს და ინიშნავს მათ.
აქტივობა 7
პრაქტიკული სამუშაოები- სიტუაციური ამოცანები წილადებზე.
რესურსები
სახელმძღვანელო, საწერ-კალამი, დაფა და ცარცი
დრო
15 წთ
მუშაობის ფორმა
ჯგუფური
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
     შემდეგ მასწავლებელი ქმნის 4ჯგუფს და აძლევს შესაბამისი დროის ლიმიტით თითო სიტუაციურ ამოცანას ყოფითი ცხოვრებიდან. მოსწავლეები ჯგუფებში ხსნიან და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. ჯგუფში გადანაწილდება ფუნქციები: ერთი-წაიკითხავს, მეორე დაფაზე ამოხსნის, მესამე  და მეოთხე ინგლისურად მათემატიკური ტერმინების გამოყენებით ახსნიან შესრულებულ მოქმედებებს.
      სსსმ მოსწავლეს ეძლევა ფუნქცია, რასაც თვითონ ამოირჩევს: ან წაიკითხავს ამოცანას ან დახატავს საპრეზენტაციო ფურცელს. მას დაეხმარებიან ჯგუფის წევრები.
       მოსწაბლეები შესაფასებლად კვლავ იყენებენ წითელ და მწვანე ბარათებს.მასწავლებელი აქტიურად აკვირდება მოსწავლეების მუშაობას  და ინიშნავს მათი აქტიურობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი აძლევს რჩევებს, უწევს ფასილიტაციას, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად ამოხსნას ამოცანა. მთელ ამ პროცესში მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა 8
გაკვეთილის შეჯამება
რესურსები
გასასვლელი ბარათები,  საწერ-კალამი,
დრო
10 წთ
მუშაობის ფორმა
მთელი კლასი
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
შემდეგ მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბარატებს, რითიც ვახდენთ გაკვეთილის რეფლექსიას.
ჩანიშვნების და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მსწავლებელი აკეთებს რამოდენიმე მოსწავლის განმსაზღვრელ შეფასებას და ემშვიდობება მათ.



შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ქულა
მათემატიკური ტერმინების ცოდნა ინგლისურ ენაზე
0 - 1
გადმოცემისას სწორად და ეფექტიანად იყენებს მათემატიკურ ტერმინებსა და აღნიშვნებს
0 - 1
განასხვავებს რაოდენობით და რიგობით რიცხვით სახელებს
0 - 1
სწორად კითხულობს წილადებს
0 - 1
სწორად წერს მოსმენილ წილადებს
0 - 1
სწორედ ასახელებს ნახატებიდან წილად ნაწილს
0 - 1
სწორედ ასრულებს მაგალითებს წილადებზე ინგლისური ახსნით
0 - 1
შეუძლია წილადების გამოყენებით სიტუაციური ამოცანის ამოხსნა(პრეზენტაცია)
0 – 1
ეფექტიანად იყენებს პრეზენტაციისათვის განკუთვნილ დროს
0 – 1
თანამშრომლობს თანაკლასელებთან ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას
0 – 1

შეფასების რუბრიკა (სსსმ მოსწავლისთვის)
კრიტერიუმები
ქულა
მათემატიკური ტერმინების ცოდნა ინგლისურ ენაზე
1-2
განასხვავებს რაოდენობით და რიგობით რიცხვით სახელებს
1-2
სწორად კითხულობს წილადებს
1-2
თანამშრომლობს თანაკლასელებთან ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას
1-2
ეფექტიანად იყენებს  განკუთვნილ დროს
1-2

სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული სწავლება (ინგლისური-მათემატიკა)

საგანი
ინგლისური
მასწავლებელი
ნათია თათულაშვილი
კლასი
X
მოსწ. რაოდენობა
25 მოსწავლე

თემა
“The maths of beauty”
მიზანი/შედეგი
უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას და განმარტავს მას;
·           აღწერს ნანახით, წაკითხულით მიღებულ შთაბეჭდილებებს;
·            

მათ.X.9.  მოსწავლეს შეუძლიაგეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება.

·                         აღწერს გეომეტრიულ ობიექტებს და მათ გრაფიკულ გამოსახულებებს შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით;


მიზნის/შედეგის მიღწევის კრიტერიუმი
·         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლონ მათემატიკური ტერმინების გამოყენების უნარის განვითარება;
·         შეძლონ ინგლისურ ენაზე მათემატიკური phi- რიცხვის (1,6180339887) გააზრება და მსჯელობა ნანხით და წაკითხულით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე.
საწყისი ცოდნა ან უნარი
მათემატიკური ტერმინოლოგია: გეომეტრიული ფიგურები და მარტივი არითმეტიკული გამოთვლებისთვის საჭირო ტერმინოლოგია ინგლისურ ენაზე.
აქტივობა #1
კლასის ორგანიზება
დრო:          2 წუთი
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, ამოწმებს მოსწავლეთა დასწრებას, აცნობს მათ გაკვეთილის ტიპს, თემას, მიზანს და  ახსენებს შეფასების კრიტერიუმებს.
  
აქტივობა 2
განვლილი მასალის გახსენება
რესურსები
დაფა , ფერადი ქაღალდები.
დრო
5 წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
კითხვა-პასუხის საშუალებით მასწავლებელი მოსწავლეებში გაააქტიურებს ცოდნას:  დაფაზე არეულად მიკრული ქაღალდის მარტივი გეომეტრიული ფიგურებით ვაშენებთ ცოდნის სახლს: რომელ ეტაპზე რომელი ფიგურა გვჭირდება? თუმცა გვესაჭიროება მათემატიკური გამოთვლები ლამაზი და გამძლე სახლის ასაგებად, რისთვისაც ისმის კითხვა-როგორ ახერხებდნენ და ახერხებენ?


აქტივობა 3
პრაქტიკული  სამუშაოს  განხილვა
რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, ბარათები.
დრო
10წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
         მასწავლებელი კომპიუტერის და პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს აძლვს   მსოფლიოს გრანდიოზულ შენობა-ნაგებობების ნახვის  საშუალებას. მათ შორის ყურადღება გამახვილებულია ანტიკური ხანის შენოპბა-ნაგებობებზე. ისმის კითხვა: რა ცოდნას ფლობდა ძველი ადამიანი მათ ასაგებად, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და რომ დღესაც გვაოცებენ?
       მასწავლებელს წყვეტს პრეზენტაციის ჩვენებას და მოსწავლეებს ურიგებს შესასვლელ ბარათებს: რა არის ამ გრანდიოზული სილამაზის ფორმულა (ოქროს კვეთა-The golden ratio) და ვიცნობთ თუარა მათემატიკურ phi-რიცხვს? ვინ არიან ფიბონაჩი და დავინჩი?  ბარათები ორი ფერისაა:თეთრი და მწვანე. თეთრს ავსებს მოსწავლე, რომელიც ვერ სცემს პასუხებს დასმულ კითხვებს და მწვანე ბარათს ავსებს მოსწავლე, რომელიც ფლობს ნებისმიერი სახის ინფორმაციას აღნიშნულ საკითხებზე, რომლებსაც მასწვლებელი შემდგომი პრეზენტაციებისთვის აქტიუად გამოიყენებს.
ბარათების შევსების შემდეგ მასწავლებელი აგრძელებს სლაიდების ჩვენებას თუ რაში მდგომარეობს სილამაზის მათემატიკური საიდუმლოება. როგორ მიაგნეს და საიდან მოდის PHI-რიცხვი.
        ამან უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა მოტივირება შემდგომი მუშაობისათვის.


აქტივობა 4
პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით ახალი მასალის მიწოდება.
რესურსები
სახელმძღვანელო, საწერ-კალამი,
დრო
5 წთ
მუშაობის ფორმა
მთელ კლასთან
შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
მსვლელობა
       საკვანძო სიტყვების განხილვის გარეშე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ ჯგუფებში ტექსტი “The maths of beauty”. მოსწვლეების მხრიდან ყვიტელი ბართის აღმართვის შემთხვევში მასწავლებელი ფასილიტაციას უწევს მათ და აძლევს მიმართულებებს.
       მასწავლებელი აქტიურად აკვირდება მოსწავლეების მუშაობას  და ინიშნავს მათი აქტიურობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი აძლევს რჩევებს, უწევს ფასილიტაციას. მთელ ამ პროცესში მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა 5
პრაქტიკული სამუშაოს შესრულება სავარჯიშოს მიხედვით-study the highlighted words in the article.
რესურსები
თაბახის ფურცლები.
დრო
2 წთ
მუშაობის ფორმა
ჯგუფური
შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
მსვლელობა
        ვინაიდან, მოსწავლეებმა უკვე წაიკითხეს ტექსტი და გაეცნენ 9 საკვანძო სიტყვას, მასწავლებელს სთხოვს მოსწავლეებს შეასრულონ #2  სავარჯიშო: სწორად დააკავშირონ საკვანძო სიტყვები მოცემულ თავიანთსავე განმარტებებთან, შინაარსობრივად ან კონტექსტიდან გამომდინარე .
მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას, მოსწავლეები იწყებენ მუშაობას და დასრულების შემთხვევაში მოსწავლეების კარნახით მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს ოთხივე ჯგუფის პასუხებს თანმიმდევრობით. ამის შემდეგ მასწავლებელს ეკრანზე გამოაქვს სწორი პასუხები და ბავშვები თვითონ ამოწმებენ თავიანთ ნამუშევვრებს. შეცდომების შენთხვევაში მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად  განიხილავს მათ ტექსტთან მიმართებაში.
         ჩართულია მთელი კლასი. მასწავლებელი ინიშნავს და აძლევს განმავითარებელ  შეფასებას. ამ დროს სხვა მოსწავლეებს შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, დასვან შეკითხვები.

აქტივობა 6
პრაქტიკული სამუშაოები
რესურსები
სახელმძღვანელო,
დრო
3 წთ
მუშაობის ფორმა
ინდივიდუალური
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
მასწავლებელი კითხვა-პასუხის რეჟიმით განაგრძობს გაკვეთილის მსვლელობას ტექსტის გაგების მიზნით და მოსწავლეებს სთხოვს 3 წუთის განმავლობაში ვინ მეტ კითხვას უპასუხებს.

მოსწავლეები ცერა თითების ჩვენებით ახდენენ პასუხების შეფასებებს. მასწავლებელი ახდენს განმავითარებელ შეფასებებს და ინიშნავს მათ.
აქტივობა 7
გაკვეთილის შეჯამება
რესურსები
სახელმძღვანელო, საწერ-კალამი, დაფა და ცარცი
დრო
15 წთ
მუშაობის ფორმა
ჯგუფური
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
     შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს გასასვლელ ბარათებს: კვლავ თეთრ და მწვანეს და სთხოვს დაწერონ თავიანთი შთაბეჭდილებები ნანახით, მოსმენილით და წაკითხულიდან გამომდინარე. მოკლედ იმსჯელონ ახლად მიღებულ ინფორმაციაზე:რა არის ოქროს კვეთა, საიდან აღმოაჩინეს, მათემატიკურად როგორ გამოითვლება, მისი გამოყენების არეალი და კავშირი სილამაზესთან და დროსთან.
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს შესაბამის ინსტრუქციას, დროს და სთხოვს მოახდინონ პრეზენტაცია თითოეულმა თავიანთი შესასვლელი და გასასვლელი ბარათების.
       მოსწავლეები შესაფასებლად კვლავ იყენებენ წითელ და მწვანე ბარათებს.მასწავლებელი აქტიურად აკვირდება მოსწავლეების მუშაობას  და ინიშნავს მათი აქტიურობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი აძლევს რჩევებს, უწევს ფასილიტაციას.
       მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა 8
შეფასება
რესურსები
კომპიუტერ, პროექტორი
დრო
3 წთ
მუშაობის ფორმა
მთელი კლასი
შეფასება
განმავითარებელი
მსვლელობა
შემდეგ მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს სლაიდების ჩვენებით, მოსწავლეები ახდენენ გაკვეთილის რეფლექსიას.
გაკვეთილის მანძილზე გაკეთებული ჩანიშვნების და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მსწავლებელი აკეთებს რამოდენიმე მოსწავლის განმსაზღვრელ-განმავითარებელ შეფასებას და ემშვიდობება მათ.



შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ქულა
მათემატიკური ტერმინების ცოდნა ინგლისურ ენაზე
0 - 1
გადმოცემისას სწორად და ეფექტიანად იყენებს მათემატიკურ ტერმინებსა და აღნიშვნებს
0 - 1
საკვანძო სიტყვები
0 - 1
ჩართულია კითხვა-პასუხის რეჟიმში
0 - 1
თემის ირგვლივ  ნანახით და წაკითხულით შეუძლია მსჯელობა პრეზენტაციისას
0 - 1
პრეზენტაციისას თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ შტაბეჭდილებებს
0 - 1
ზოგადად  გამოაქვს დასკვნები
0 - 1
გამოაქვს დასკვნები არგუმენტების მოყვანით
0 – 1
ეფექტიანად იყენებს პრეზენტაციისათვის განკუთვნილ დროს
0 – 1
თანამშრომლობს თანაკლასელებთან ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას
0 – 1



გაკვეთილის გეგმა
საგანი

ინგლისური ენა
სწავლების საფეხური
საბაზო
კლასი

VII3
პედაგოგი

ნათია თათულაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
21

სსსმ მოსწავლე - 1 (ლუკა კაკიაშვილი)
თემა

THE WEDDING”

მიზანი

მოსწავლეებმა შეძლონ    მცირე ზომის  ტექსტის გაგება მასში  
მოცემული  საკვანძო სიტყვების  განმარტება-გამოცნობით  და მათი გამოყენებით  შეადგინონ წინადადებები ყოფითი ცხოვრებიდან.

სტანდარტი

უცხ.ს.I.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟებს;
·           ამოიცნობს მოქმედებებს, მოვლენებს;
·           ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს.


სასწავლო რესურსები

დაფა,ცარცი,  დაბეჭდილი ტექტები,  ფერადი ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი.

შეფასება

განმსაზღვრელ-განმავითარებელი (თანდარათული  შეფასების  რუბრიკით)

აქტივობა

მეთოდი

კლასის ორგანიზების ფორმა

სასწავლო რესურსები

დრო

შეფასება
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
#1
მასწავლებელი მისალმების შემდეგ გააცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას,  მიზანს და  მოსწავლეებთან ერთად შექმნილ შეფასების კრიტერიუმებს


ინდივიდუალური
კომპიუტერი, პროექტორი
2წთ

მოსწავლეებს შეექმნებათ განწყობა და ემოციური ფონი. 
აქტივობა #2
ახალი სიტყვების გამოცნობა.
მიზანი: საკვანძო სიტყვების  განმარტება და გამოცნობა.
მსვლელობა: პროექტორით ეკრანზე  ნაჩვენები სურათის და სხვადასხვა ცხოვრებისეული სი
ტუაციების დახმარებით მასწავლებელი ინგლისურ ენაზე ხსნის 7ახალ სიტყვას, რომლებიც მოცემულია ტექსტში როგორც საკვანძო სიტყვები. მოსწავლეები გამოიცნობენ  ახსნილი სიტყვების ქართულ მნიშვნელობებს, ინგლისურად იმეორებენ მრავალჯერ და სწორად გამოთქვამენ მათ.იგივეს აქტიურად  აკეთებს სსსმ მოსწავლე.

მასწავლებელი ახდენს  ეფექტურ უკუკავშირს და აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.

კითხვა-პასუხი;

ინდივიდუალური
თვალსაჩინოება-საქორწინო სურათი,კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი.
10წთ.
განმავითარებელი.
მოსწავლეები შეძლბენ 7ახალი სიტყვის დასწავლას შინაარსობრივად და გამოთქმით
აქტივობა#3
ახალი ტექსტის წაკითხვა-გაცნობა.
მიზანი: მოცემული  ტექსტის წაკითხვა -გაგება.
მსვლელობა: მოსწავლეებს ინსტრუქციის მიცემის შემდეგ ურიგდებათ ნაბეჭდი ტექსტები.  ეძლევათ 10 წუთი და  მას ჯგუფებში ამუშავებენ: კითხულობენ და თარგმნიან    შინაარსს  ერთმანეთის დახმარებით, საკვანძო სიტყვების დახმარებით, საჭიროების შემთხვევებში მასწავლებლის დახმარებითაც კი - წითელი ბარათების აწევით. მწვანე ბარათების აწევით მასწავლებელს ანიშნებენ  მზადყოფნას.
მასწავლებელი ახდენს ჩანაწერებს და ახორციელებს  მონიტორინგს.




ჯგუფური მუშაობა
ფერადი ქსეროსით მომზადებული ტექსტები ფურცლებით; ფერადი ბარათები.
10წთ.
განმავითარებელი.
მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტის შინაარს საკვანძო სიტყვების დახმარებით.

აქტივობა#4  
მიზანი: ტექსტის გაგება.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ, შინაარსის უკეთ გაგების მიზნით მასწავლებელი სვამს შეკითხვებს ტექსტთან ახლოს  და ეხმარება მოსწავლეებს სწორად მეტყველებაში. მარტივ პასუხებს იმეორებს სსსმ მოსწავლეც.

მასწავლებელი ახდენს უკუკავშირს და აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.


კითხვა-პაუხი
ინდივიდუალური

2წთ.
განმავითარებელი.
მოსწავლეები შეძლებენ კომუნიკაციას:გაიაზრებენ უცხო სიტყვების და შეადგინენ მარტივ თხრობით წინადადებებს.
აქტივობა#5
მიზანი: ტექსტის გაგება
ტექსტის შინაარსის უკეთ გაგების მიზნით მოსწავლეები ასრულებენ მარტივ სავარჯიშოს: მოცემულ სურათებს დააკავშირებენ 4 ნაწილად დაყოფილი ტექსტის  A,B,C,D ნაწილებთან.
მასწავლებელი ახდენს უკუკავშირს და აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.
მასწავლებლის დახმარებით სავარჯიშოს აკეთებს სსსმ მოსწავლეც.


კითხვა-პაუხი
ჯგუფური

2წთ.
განმავითარებელი.
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გააზრება-გაანალიზებას და სწორად დაკავშირებას.
აქტივობა #6
მიზანი: ტექსტის გაგება
ტექსტის შინაარსის უკეთ გაგების მიზნით მოსწავლეები ასრულებენ  სავარჯიშოს: ჭეშმარიტია, მცდარია. ჯგუფში ტექსტის უკეთ დამუშავების მიზნით,  მოსწავლეებს ეძლევათ  განსაზღვრული დრო 8 წინადადების დასამუშავებლად. მცდარის შემთხვევაში  მათ  მოეთხოვებათ  წინადადების გასწორება ტექსტის დახმარებით. ინსტრუქცია მიეცემათ მოსწავლეებს წინასწარ.მასწავლებელი ახდენს უკუკავშირს და აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.

კითხვა -პასუხი
ჯგუფური
წინასწარ მომზადებული ბარათები 8 წინადადებით.
10წთ

მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გააზრება-გაანალიზებას.
აქტივობა #7 . გაკვეთილის შეჯამება-შეფასება.
მსვლელობა: შეჯამების მიზნით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გააკეთონ გაკვეთილის რეფლექსია ნაბიჯ-ნაბიჯ სლაიდშოუს დახმარებით.მასწავლებელი ახდენს უკუკავშირს და აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.

შეფასების რუბრიკის დახმარებით მოსწავლეები თვითონ აგროვებნ ქულებს 3 კრიტერიუმის გათვალისწინებით: შერჩევითი პრინციპის მიხედვით მოსწავლემ უნდა შეძლოს ყველა  ახლად ნასწავლი სიტყვის დასახელება , განმარტება. ამოირჩიოს მათგან ერთ-ერთი , გამოიყენოს და ააგოს საკუთარი წინადადება,თუნდაც ყოფითი ცხოვრებიდან ან მოიხმოს უკვე გარჩეული და დამუშავებული ტექსტი .
მასწავლებელი ემშვიდობება მოსწავლეებს.
კითხვა-პასუხი.


















ინდივიდუალური
კომპიუტერი, პროექტორი;შეფასების რუბრიკა.
9წთ
განმსაზღვრელ-განმავითარებელი.



შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10



ტექსტის გაგება-გააზრება
მოსწავლეს  არ შეუძლია
შეუძლია ტექსტის  თარგმნა, შინაარსის გაგება,
  არ შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა და  მცდარი წინადადებების გასწორება.
მოსწავლეს  დახმარებით
შეუძლია ტექსტის  თარგმნა, შინაარსის გაგება,
  არ შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა და  მცდარი წინადადებების გასწორება.
მოსწავლეს  დახმარებით
შეუძლია ტექსტის  თარგმნა, შინაარსის გაგება,
  კითხვებზე პასუხის გაცემა და  გასწორება, მცდარი წინადადებების.
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დამოუკიდებლად  თარგმნა, შინაარსის გაგება.
 დახმარებით პასუხობს კითხვებს და დახმარებითვე ასწორებს და შინაარსობრივად მართავს  მცდარ წინადადებებს
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დამოუკიდებლად  თარგმნა, შინაარსის გაგება. გამართულად პასუხობს კითხვებს და თავისუფლად ასწორებს, სწორედ მართავს შინაარსობრივად  მცდარ წინადადებებს




საკვანძო სიტყვების ახსნა-გაგება და გამოყენება
მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ   სიტყვების  წაკითხვა  . არ შეუძლია დამოუკიდებლად თარგმნა.

ან ყველა სიტყვას ასახელებს მხოლოდ   მასწავლებლის დახმარებით.
მოსწავლეს შეუძლია 1-3  სიტყვის დამოუკიდებლად გამოთქმა, თარგმნა.

ან ყველა სიტყვას ასახელებს და თარგმნის   მასწავლებლის დახმარებით.
მოსწავლეს შეუძლია
4- 5 სიტყვის გამოთქმა,თარგმნა და მხოლოდ ამორჩევით შეუძლია  საკვანძო სიტყვის განმარტება ინგლისურ ენაზე

ან ყველა სიტყვას ასახელებს,თარგმნის და თავისი სურვილით ამოირჩევს სიტყვას, ხსნის მას ინგლისურად დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით.
მოსწავლეს შეუძლია 5-6 სიტყვის გამოთქმა,თარგმნა და ნებისმიერი მათგანის განმარტება ინგლისურ ენაზე

ან ყველა სიტყვას ასახელებს,თარგმნის და დამოუკიდებლად უჭირს მათი განმარტება ინგლისურ ენაზე.
მოსწავლეს სწორად და თავისუფლად შეუძლია 7 სიტყვის გამოთქმა,თარგმნა და ნებისმიერი მათგანის განმარტება ინგლისურ ენაზე.






True and false

      Toby and Paige decided to have a wedding in the usual venue.   -----------------
      2.They got married at the bottom of the ride.                                    -----------------
      3. Harriet and Leon`s wedding`s venue is  the hotel, which is made of wood. -----------
      4. They , in Quebec, decided to have a wedding in spring.                ----------------
      5. In order to be a guest in Jack and Laciy` s wedding, you have to dive.  ------------
      6. They  called their wedding dry wedding.                                         -----------------
      7. Ben and Lihry are planning their wedding next year.                      -----------------
      8. They don`t want in Disney`s Magic Kingdom as a venue.              -----------------

Комментариев нет:

Отправить комментарий